გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯიღაურაში მეგრული და გურული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

14-06-2023

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საცდელ სადემონსტრაციო ბაზაზე მეგრული და გურული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია  გაიმართა. ღონისძიებას ცენტრის მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსი, დავით ჩიჩუა უძღვებოდა.

 

სადეგუსტაციო შემადგენლობას ღვინის კლუბის წარმომადგენლები და მევენახეობა-მეღვინეობის სტუდენტები წარმოადგენდნენ.

 

სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო მიკროვინიფიკაციის ბაზაზე დამზადებული 22 საკვლევი თეთრი და წითელი ნიმუში, რომლებიც, კომისიამ მათი ფერის, გემოვნური თვისებების და ქიმიური მახასიათებლების მიხედვით შეაფასა.

 

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს ჯიშებმა: ჭვიტილური, კუნძა, ჯანი, კამური, პანეში, კოლოში.

 

აღსანიშნავია, რომ ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პოპულარიზაციასა და სამრეწველო ბაზარზე მათი დაბრუნების მიზნით,  სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მუდმივად მიმდინარეობს სამუშაო დეგუსტაციები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930