გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისის მხარდაჭერით კომპანია „უფლისციხის მამულმა“ ქართლში ვენახები გააშენა და უმაღლესი ხარისხის ცქრიალა ღვინის წარმოება დაიწყო

14-06-2023

თიბისის პარტნიორმა კომპანია „უფლისციხის მამულმა“ ქართლის რეგიონში ვენახები გააშენა. აქვე, წამოიწყო მარნის მშენებლობა და აღჭურვა, სადაც პრემიუმ კლასის ღვინოებსა და ცქრიალა ღვინოს აწარმოებს. „უფლისციხის მამულის“ გენერალური დირექტორი, აკაკი ავალიშვილი კომპანიის მიზნებსა და ამბიციებზე გვესაუბრა:


„ღვინის წარმოების იდეა 2019 წელს დაიბადა და კომპანია ოთხმა პარტნიორმა დავაფუძნეთ. ფიქრი შიდა ქართლის რეგიონზე შევაჩერეთ, ვინაიდან გვჯერა, აქ დიდი პოტენციალია, განსაკუთრებით მევენახეობა-მეღვინეობის და ტურისტული მიმართულებებით. მოვძებნეთ ლამაზი ადგილი უფლისციხესთან დაშევიძინეთ რამდენიმე ნაკვეთი, სულ11 ჰა-მდე. მოგვიანებით აღნიშნულ მიწას მიემატა დაახლოებით 10 ჰა იჯარით აღებული სავარგულები. პარალელურად მივიღეთ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული საბაზისო განათლებაცამ სფეროში, რათა პროფესიონალურად მივდგომოდით ჩვენს წამოწყებას. ბევრი ვიმოგზაურეთ, მათ შორის საფრანგეთშიც, კერძოდ შამპანის რეგიონში, რათა ადგილზე გავცნობოდით ცქრიალა ღვინის წარმოების თავისებურებებს.


ჩვენი სურვილი თავიდანვე მაღალი ხარისხის ქართული ღვინოებისწარმოება იყო. განსაკუთრებითაღნიშვნის ღირსია ქართული ცქრიალა ღვინოები, რომელსაც საინტერესო წარსული და მომავალი აქვს, გააჩნია პოტენციალი ღირსეულ ადგილი დაიკავოს საერთაშორისო ბაზრებზე. ამიტომაც, მთელი ჩვენი ფინანსური თუ ინტელექტუალური რესურსი ამ ამბიციური გადაწყვეტილების ხორცშესხმისკენ მივმართეთ.


2020 და 2021წლებში საფუძვლიანად შევისწავლეთ ჩვენი სავარგულები. ჩავატარეთ ნიადაგის ლაბორატორიული კვლევები დადასკვნითი შეფასებისთვის მოწვეული გვყავდა ქართველი და ფრანგი ექსპერტები, რომელთა რჩევითაც სამომავლო ვენახისთვის ინდივიდუალურად შეირჩა საძირეები. ამის შემდგომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეშენებინა ვენახი, სადაც, ძირითადად, ქართლში გავრცელებული ჯიშები დავრგეთ (მათ შორის ჩინებული, გორული მწვანე, თავკვერი და  შავკაპიტო). ასევე, გავაშენეთ ფრანგული ჯიშების, პინო ნუარისა და შარდონეს ვენახები.


საკუთარი მოსავლის მიღებამდე, ღვინის საწარმოებლად,ყურძენს ვიძენთ მუხრანის, ოკამის და ატენის ზონებში მდებარე ვენახებიდან. შედეგად, უკვე მესამე წელია რაც ვაწარმოებთ სხვადასხვა სახეობის ღვინოს. დაწყებული გვაქვს ასევე, ცქრიალა ღვინის წარმოებაც.


ცქრიალა ღვინოს ვამზადებთ კლასიკური, ბოთლური მეთოდით და ვაძველებთ 2 წლის განმავლობაში. წელს, მაგალითად, ვაწარმოეთ და დასაძველებლად გადავდეთ დაახლოებით 6’000 ბოთლი ცქრიალა ღვინო. გარდა ამისა, უკვე ჩამოვასხით 4’000 ბოთლზე მეტი კლასიკური მეთოდით დამზადებული გორული მწვანე და ჩამოსასხმელად მოვამზადეთ რამდენიმე ათასი ლიტრი ქვევრის გორული მწვანე, ასევე ქვევრის შავკაპიტოს და შავი პინოს კუპაჟი.


ვენახების გარდა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი მარანი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ავაშენეთ. თიბისის მხარდაჭერითვე შევიძინეთ, ღვინის საწარმოო ფრანგული დანადგარებიც, რომელთა შორისაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „კოკარდის“ ბრენდის (Coquard) ყურძნის ტრადიციული 4 ტ. წარმადობის ჰიდრავლიკური წნეხი, რომელსაც საფრანგეთში, შამპანის რეგიონში, დიდი ხნის ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ.


1500 კვ.მ. ფართის ნაგებობაში, რომელიც როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის საწარმოო დანადგარებით, სივრცის ერთი ნაწილი ეთმობა ღვინის საწარმოსა და საცავებს, ხოლო დანარჩენში განთავსდება სადეგუსტაციო სივრცე და რესტორანი. მარნის აშენება-მოწყობაში ინვესტირებულია დაახლოებით 1’200’000 ლარი. ვფიქრობთ, ჩვენი მარანი სამომავლოდ გახდება ღვინის მოყვარულთათვის ერთერთი საინტერესო და მიმზიდველი ადგილი, რაც ამ ულამაზესი, ნაყოფიერი და ისტორიულად მდიდარი ღვინის ტრადიციების მქონე რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


ჩვენი ღვინოები ადგილობრივ ბაზარზე სულ რამდენიმე მაღაზიაშია წარმოდგენილი (მათ შორის „8000 მოსავალში“, „ღვინის ბიბლიოთეკაში“ და „ღვინის ბირჟაზე“). ყოველწლიურად იზრდება რა ჩვენი წარმოების მოცულობა, დაწყებული გვაქვს მუშაობა საექსპორტო მიმართულებითაც. ჯერჯერობით მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ორ ქვეყანასთან - ნორვეგიასა და პორტუგალიასთან. როგორც კი მივიღებთ სრულფასოვან მოსავალს ჩვენი ვენახებიდან, ცხადია გაიზრდება საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალიც.


დღეისათვის ჩვენს პროექტში ჯამურად ორ მილიონ ლარამდეა ინვესტირებული. დამატებით ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება იმისთვის, რომ საკუთარი ვენახებიდან მიღებული მოსავლით სრული დატვირთვით ამუშავდეს ჩვენი წარმოება და მსოფლიოს უკეთ გავაცნოთ ქართული წარმოების ცქრიალა ღვინოები.“

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930