გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტში მომხდარ ინცდენტზე: ყველაფერზე წამსვლელები არიან, შშმ ბავშვებსაც კი არ დაინდობენ, ოღონდ დავალება შეასრულონ ამ უსამშობლო მანქურთებმა

14-06-2023

ნაცაქტივისტმა, ქრისტინე ტალახაძემ ისარგებლა იმით, რომ შშმ ბავშვის მშობელია, შეიპარა პარლამენტში და რადიკალური ოპოზიციის დავალებით ეს მდარე პროვოკაცია მოაწყო, -ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ერთ-ერთი შშმ ბავშვის მშობელმა, საპროტესტო ბანერი გამოფინა.


მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის დავალების შემსრულებლები, მზად არიან, შშმ ბავშვებიც კი გამოიყენონ დავალების შესასრულებლად.


„ნაცაქტივისტმა, ქრისტინე ტალახაძემ ისარგებლა იმით, რომ შშმ ბავშვის მშობელია, შეიპარა პარლამენტში და რადიკალური ოპოზიციის დავალებით ეს მდარე პროვოკაცია მოაწყო. ფოტოზე კარგად ჩანს ბავშვის რეაქცია ამ მავნებლობაზე. ყველაფერზე წამსვლელები არიან, შშმ ბავშვებსაც კი არ დაინდობენ, ოღონდ დავალება შეასრულონ ამ უსამშობლო მანქურთებმა“ - წერს ლევან ნიკოლეიშილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728