გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ კარგი იქნება, ეს კანონი არ მივიღოთ ამ პრინციპით, რათა ეს არ აღმოჩნდეს იარაღი ხელისუფლების ხელში, თითქოს როდესაც გვითხრეს, ეს კანონი მიიღეთო, მაშინ სხვა ხელისუფლება იყო

14-06-2023

„ვენეციის კომისიამ მოგვიწოდა, სისტემურად მიუდექით ამ საკითხს, არ არის საჭირო პერსონიფიცირებაო. სისტემურად მიდგომა ნიშნავს, რომ უნდა ვებრძოლოთ კორუფციას და სასამართლო რეფორმები ჩავატაროთ. ეს ხომ ცალ-ცალკე ისედაც წერია 12 პუნქტში?! გამოდის, რომ ვენეციის კომისიამაც თქვა, ამ 12 პუნქტიდან ეს ერთი აღარ გინდათ და დანარჩენი 11 შეასრულეთო, რაც ისედაც გავაკეთეთ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.


მისი თქმით, ევროპის ინსტიტუციები ერთმანეთთან ვერ თანხმდებიან და სხვადასხვა მითითებებს იძლევიან, ამიტომ რთულია ამ მითითებების მიხედვით მოქმედება.


„ევროკავშირი უნდა ქადაგებდეს იმას, რომ საქართველოში შემოვიდნენ სუვერენული უფლებებით, ადამიანის უფლებებით, პარტნიორული დამოკიდებულებით, მაგრამ პირიქით ხდება. ევროპის 2-3 ინსტიტუცია ერთმანეთს ვერ ეთანხმება, პირველ რიგში, პატიმარ სააკაშვილზე. ევროსასამართლო ამბობს, რომ დამნაშავეა, გამოსაჯანმრთელებლად კი ევროპის ჰაერი არ სჭირდება, ევროპარლამენტარები კი მიშას სურათებით დადიან... ახლა კი დეოლიგარქიზაციის კანონი გახდა ამ შეუთანხმებლობის საკითხი.


ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ კარგი იქნება, ეს კანონი არ მივიღოთ ამ პრინციპით, რათა ეს არ აღმოჩნდეს იარაღი ხელისუფლების ხელში, თითქოს როდესაც გვითხრეს, ეს კანონი მიიღეთო, მაშინ სხვა ხელისუფლება იყო. ასევე მოგვიწოდეს, სისტემურად მიუდექით ამ საკითხს, არ არის საჭირო პერსონიფიცირებაო. სისტემურად მიდგომა ნიშნავს, რომ უნდა ვებრძოლოთ კორუფციას და სასამართლო რეფორმები ჩავატაროთ. ეს ხომ ცალ-ცალკე ისედაც წერია 12 პუნქტში?! გამოდის, რომ ვენეციის კომისიამაც თქვა, ამ 12 პუნქტიდან ეს ერთი აღარ გინდათ და დანარჩენი 11 შეასრულეთო, რაც ისედაც გავაკეთეთ.


შემოდგომამდე, სანამ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, საზოგადოებას ზუსტად ეცოდინება, რომ ის გაკვეთილები, რომელიც უნდა ჩააბაროს საქართველომ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების დროს, ჩვენ ვიცით ზეპირად. ჩვენ ვიცით იმაზე მეტი, ვიდრე იმ ორმა სტუდენტმა, რომელთაც, ჩვენგან განსხვავებით, მისცეს სტუდენტის სტატუსი, - ეს ევროკომისიის დასკვნებში და იმ შეფასებებშიც წერია, სადაც ჩვენ პირველ ადგილზე ვართ.

ამიტომ ჩვენ პირნათლები ვიქნებით და, რაც მთავარია, ქართულ საზოგადოებას ეცოდინება, რომ საქართველომ ზუსტად იცის, რაც უნდა ჩააბაროს ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მიღების დროს. ხოლო თუ სტატუსს ვერ მივიღებთ, ეს იქნება თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული გადაწყვეტილება და ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ევროკავშირს. მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის საწინააღმდეგოდ და სამწუხაროდ, სიტუაცია კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ ვითარდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930