გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანდრია გვიდიანი პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე: ეს საშიში ქალი არის ოპოზიციის სიმბოლო - რადიკალი, უინტელექტო, ამორალური სუბიექტი - ქართულ საზოგადოებას და ლიბერალ ფაშისტებს შორის უდიდესი მენტალური დისონანსია

14-06-2023

ახლა ამას რომ ჰკითხო, ამას უნდა თურმე ევროპა - ეს არის ევროპელი და ჩვენ ვართ რუსები. ტვინზე ნაოჭების ისეთი დეფიციტი აქვთ, რომ ასე პრიმიტიულად აზროვნებენ - ასე ეხმაურება  ექსპერტი ანდრია გვიდიანი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს, სადაც ერთ-ერთი შშმ ბავშვის მშობელმა საპროტესტო ბანერი გამოფინა.  როგორც გვიდიანი აღნიშნავს, აღნიშნული პირი, რომელიც შშმ ბავშვებთან ერთად შეიპარა პარლამენტში, რადიკალური ოპოზიციის სიმბოლოა.


მისივე განცხადებით, ქართულ საზოგადოებასა და ლიბერალ ფაშისტებს შორის დიდი მენტალური განსხვავებაა.


„ახლა ამას რომ ჰკითხო, ამას უნდა თურმე ევროპა - ეს არის ევროპელი და ჩვენ ვართ რუსები. ტვინზე ნაოჭების ისეთი დეფიციტი აქვთ, რომ ასე პრიმიტიულად აზროვნებენ. ეს საშიში ქალი არის ოპოზიციის სიმბოლო - რადიკალი, უინტელექტო, ამორალური სუბიექტი, რომელიც პარლამენტში შშმ ბავშვებთან ერთად შეიპარა და იქ ეს უნიჭო პერფორმანსი მოაწყო. ქართულ საზოგადოებას და ლიბერალ ფაშისტებს შორის უდიდესი მენტალური დისონანსია. ეს არ არის და ვერ იქნება ქართული საზოგადოების სახე - ეს ნახევარუჯრედიანი ქალი ქართული საზოგადოების სირცხვილია - უდიდესი სირცხვილი“ - წერს ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930