გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: ინდექსები, რომლებიც თითქმის 1, 2 და 3 თვის წინ გამოქვეყნდა, გვიჩვენებს რომ საქართველო არათუ ასოცირების ტრიოს თვალსაზრისით, არამედ ევროპის მასშტაბით NATO-ს წევრ ქვეყნებსაც კი სჯობნის გამჭვირვალობით, კორუფციის დაბალი დონით, ინსტიტუციები

15-06-2023

„საუბარია იმაზე, რომ იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე მმართველობა და კორუფცია იყოს მაქსიმალურად დაბალ დონეზე დასული. მე შეგახსენებთ მსოფლიო დასკვნას: ინდექსები, რომლებიც თითქმის 1, 2 და 3 თვის წინ გამოქვეყნდა, გვიჩვენებს რომ საქართველო არათუ ასოცირების ტრიოს თვალსაზრისით, არამედ ევროპის მასშტაბით NATO-ს წევრ ქვეყნებსაც კი სჯობნის გამჭვირვალობით, კორუფციის დაბალი დონით, ინსტიტუციების დამოუკიდებლობით“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.

 

მისი თქმით, თუკი ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს გამჭვირვალობასა და კორუფციის მაქსიმალურად დაბალ დონეს, ეს ყველაფერი მიღწეული გვაქვს, თანაც იმაზე უკეთ, ვიდრე ზოგიერთ NATO-ს წევრ ქვეყანას.

 

„ინსტიტუციურ დონეზე დახვეწის თვალსაზრისით საუბარია იმაზე, რომ იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე მმართველობა და კორუფცია იყოს მაქსიმალურად დაბალ დონეზე დასული. მე შეგახსენებთ მსოფლიო დასკვნას: ინდექსები, რომლებიც თითქმის 1, 2 და 3 თვის წინ გამოქვეყნდა, გვიჩვენებს რომ საქართველო არათუ ასოცირების ტრიოს თვალსაზრისით, არამედ ევროპის მასშტაბით NATO-ს წევრ ქვეყნებსაც კი სჯობნის გამჭვირვალობით, კორუფციის დაბალი დონით, ინსტიტუციების დამოუკიდებლობით.

 

რა სისტემურ მიდგომაზეა საუბარი, როდესაც ერთ-ერთი მოთხოვნაა ის, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა და შეხედულება გავითვალისწინოთ. ევროკავშირმა კი მოაყოლა განცხადება: გაითვალისწინეთ ეს დასკვნა და თუკი ასეთ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, საერთოდ არ მიიღოთ ეს კანონიო. როგორ არ მივიღოთ?!“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728