15-06-2023
საკუთარი შვილის მდგომარეობა რომ გამოიყენა და პარლამენტში ბინძური სპექტაკლი დადგა, რუბლებს რომ ჰფანტავდა და ძალიან ანტირუსულს აწვებოდა, ეს ქალბატონი გახლავთ რესტორნის მფლობელი, სადაც ყოველ დღე რუსი ტურისტები გრიალებენ და გადატენილი აქვს დაწესებულება ჩრდილოელი სტუმრებით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ნეტავ საკუთარ „ზავიდენიაში“ თუ დგამს ანალოგიურ „პერფორმანსებს“ და თავზე აყრის სტუმრებს რუბლებს, თუ დატოვებული ჩაის ფული ალალი და გემრიელია.
„ეს ქალბატონი იცანით? საკუთარი შვილის მდგომარეობა, რომ გამოიყენა და პარლამენტში ბინძური სპექტაკლი დადგა, რუბლებს რომ ჰფანტავდა და ძალიან ანტირუსულს აწვებოდა...
ჰო და რაშია საქმე: ეს ქალბატონი გახლავთ, რესტორნის მფლობელი, სადაც ყოველდღე რუსი ტურისტები გრიალებენ და გადატენილი აქვს დაწესებულება ჩრდილოელი სტუმრებით...
ნეტა, საკუთარ „ზავიდენიაში“ თუ დგამს ანალოგიურ „პერფორმანსებს“ და თავზე აყრის სტუმრებს რუბლებს? თუ დატოვებული ჩაის ფული ალალი და გემრიელია? ააა, ალბათ გუშინწინ ბევრი რუსი მიიღო და დატოვებული ქეში იმდენი იყო, რომ პარლამენტში დასაფანტადაც გამოიყენა...
ამაზრზენია ასეთი ადამიანების გამოხტომები, როცა საკუთარი შვილის მდგომარეობით, ნაძირალა პარაზიტ ხოშტარიებს, ვაშაძეებს და ნაყოფიებს ასაზრდოებენ, ხოლო საქმე საქმეზე როცა მიდგება, აღმოჩნდება-ხოლმე, რომ ყველაზე დიდ სარგებელს რუსული ფულით, თვითონ იღებენ!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.
16-11-2024
16-11-2024