გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: ჯერ ჭყონია იხდის ბოდიშს, მერე მისი ქალიშვილი იმუქრება, ჭყონიას ბოდიში უკან მიაქვს, მერე კომპანია განცხადებას ავრცელებს და ეს განცხადება ქრება... რა ხდება, „მაკდონალდსის“ სათაო ოფისმა ხომ არ დაუქნია თითი და დატუქსა?

16-06-2023

ექსპერტი ნინო ფოჩხუა „მაკდონალდს საქართველოს“ მიერ ელტონ ჯონის ბროშურასთან დაკავშირებით სხვადასხვა განცხადებების გამოქვეყნებას ეხმიანება. როგორც ფოჩხუამ აღნიშნა, „მაკდონალდსის“ სათაო ოფისმა ხომ არ დაუქნია თითი და დატუქსა?

 

„ეს კაცი როგორ მართავს ამხელა, მსოფლიოში ფაქტიურად N.1 ბრენდად აღიარებულ ბიზნესს, გაკვირვებას იწვევს. ასეთი აბდაუბდა განცხადებები რაც იმ ავადსახსენებელ ბროშურაზე გაკეთდა, არ გამიგია. ჯერ იყო და ჭყონია იხდის ბოდიშს, მერე მისი ქალიშვილი იმუქრება, რუსულ კვალს ხედავს ხალხის აღშფოთებაში, მერე ჭყონიას ბოდიში უკან მიაქვს, მერე კომპანია განცხადებას ავრცელებს და თარგმანში იკარგება, მერე ეს განცხადება ქრება. რა ხდება, „მაკდონალდსის“ სათაო ოფისმა ხომ არ დაუქნია თითი და დატუქსა? ახლა მოხდება ის, რომ ბატონი თემური ხელს შეახოცავს კომპანიის დირექტორს, თვითონ კი სუფთა გამოვა, მაგრამ საზოგადოებას რას უზამს, აზრს ხომ ვერ შეაცვლევინებს თავის თავზე? ისედაც ავტორიტეტშელახულ ბატონ თემურს კიდევ უფრო შეელახა ავტორიტეტი. ჭირი იქა-ლხინი აქა, ქატო იქა-ფქვილი აქა“- წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930