17-06-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ბრაიან კემპს, ჯორჯიის შტატის პირველ ლედის და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა.
აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორის პატივსაცემად ვახშამი "ბიოლში" გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ოფიციალურ პირებთან. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯორჯიის შტატის პირველი ლედი მარტი კემპი, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი თომას ქარდენი და ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი ფეთ უილსონი.
16-11-2024
16-11-2024