გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ლატარია: ცემა და თავპირისმტვრევა არავის უხარია, მაგრამ როცა შენთვის ყველაზე ღირებულს, მრწამსს 24 საათი დასცინიან, აგინებენ, მიწასთან ასწორებენ, მზად უნდა იყო, რომ ამაზე ვიღაც პასუხს მოგთხოვს

17-06-2023

ცემა და თავპირისმტვრევა არავის უხარია და არც არავის იზიდავს, მაგრამ როდესაც შენთვის ყველაზე ღირებულს და მრწამსს 24 საათი დასცინიან, აგინებენ, მიწასთან ასწორებენ - პასუხს რომ ამაზე ვიღაც მოგთხოვს, ამისთვისაც უნდა იყო მზად - ექსპერტი ირაკლი ლატარია ზურაბ გირჩ ჯაფარიძეზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

მისი თქმით, ლიბერალიზმის შეფუთვით თავზე დააჯდნენ ყველას ჩვეულებრივი ფაშისტები.

 

„არასოდეს მხიბლავდა ეს ძალადობა, მივარდნ - მოვარდნები მაგრამ თავზე გადაისხეს რა.... აი ასე უმცირესობა, მაქსიმუმ 10 კაცი გამოდის და დედას აგინებს ყველას და ყველაფერს რაც ზოგადად ქართველი ადამიანის უმრავლესობას უყვარს.

 

თავზე დააჯდნენ ყველას და თან ლიბერალიზმის შეფუთვით, ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. და ამ ყველაფრის შემდეგ, თუ სადმე ჩავლენ, თან ბლატაობით და ხალხი მიუვარდა და დაგროვილი წყენა, ბრაზი და უკმაყოფილება გამოხატეს - ეს კიდევ ვინმეს უკვირს? ანუ რა უნდათ? დედა აგინონ ყველას და ამაზე არავინ საყვედურიც არ გამოხატოს? ცემა და თავპირის დამტვრევა არავის უხარია და არც არავის იზიდავს, მაგრამ როდესაც შენთვის ყველაზე ღირებულს და მრწამს 24 საათი დასცინიან, აგინებენ, მიწასთან ასწორებენ - პასუხს რომ ამაზე ვიღაც მოგთხოვს, ამისთვისაც უნდა იყო მზად...ეგაა და ეგ - სხვა დანარჩენი ლირიკაა“, - წერს ლატარია facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930