გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება 27 ივნისს დაიწყება

17-06-2023

„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის“ პროგრამის მიმართ დაფიქსირდა მაღალი ინტერესი მაღალმთიან რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში გამართულ  საინფორმაციო შეხვედრებზე, ასევე მაღალია მომართვიანობა ცხელ ხაზზე 1501.  პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდა აჭარაში, გურიაში,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. პროგრამის  ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე,  განაცხადების მიღების დაწყების თარიღად  განისაზღვრა 27 ივნისის 12:00 საათი.   განაცხადები მიიღება  შემდეგ ბმულზე my.rda.gov.ge.


„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს. დამატებითი 10%-იანი ბენეფიტია განსაზღვრული ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის.


აღსანიშნავია, რომ  პროექტის ჯამური ღირებულება, განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის, არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს. აღსანიშნავია, რომ პროგრამით დაფინანსდება, როგორც სასოფლო-სამეურნეო (გარდა პირველადი წარმოებისა), ასევე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, შემნახველი, გადამმუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნესიდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული შეზღუდვებისა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930