გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტროში სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის გამოშვების ღონისძიება გაიმართა

19-06-2023

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მეთორმეტე გამოშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სამეთაურო-საშტაბო კურსისა და განათლებულ ოფიცერთა კორპუსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მათი განცხადებით, სამხედრო განათლების ხელშეწყობა თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.


ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს დიპლომები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ. რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზე გასული კურსდამთავრებული, მაიორი ბესარიონ სიგუნავა თავდაცვის ძალების მეთაურმა საშტატო იარაღით დააჯილდოვა. წელს სამეთაურო-საშტაბო პროგრამა 77 მსმენელმა წარმატებით დაასრულა. სამეთაურო-საშტაბო პროგრამის ფარგლებში, ისინი სამხედრო ოპერაციების პრინციპებს, ლიდერობასა და მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებს, სამხედრო ისტორიასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს გაეცნენ.


დაარსების დღიდან, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაქვემდებარებაში იყო, ხოლო 2021 წლის დეკემბრიდან წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დაქვემდებარებაში გადავიდა. სამეთაურო-საშტაბო პროგრამა 2009 წელს ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერით შეიქმნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930