19-06-2023
15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი პოპისა და R&B-ს ლეგენდა Bruno Mars საქართველოს 1 ოქტომბერს Starring Georgia-ს ფარგლებში ეწვევა!
სწორედ ამასთან დაკავშირებით, TKT.ge-სა და Super App-ს ქართველი მსმენელისთვის სასიამოვნო სიახლე აქვს: ბრუნო მარსის კონცერტის ამ ორ პლატფორმაზე გაიყიდება.
Super App-ში Star Ring და Orbit კატეგორიის ბილეთების გაყიდვა 20 ივნისს, 10:00-ზე დაიწყება და შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება რამდენიმე წამში, ძალიან მარტივად შეიძინოს საყვარელი არტისტის კონცერტზე დასასწრები ბილეთი.
როგორც ცნობილია, Star Ring ბილეთის ფასი 250 ლარია, Orbit-ის კი 500.
ბილეთის შეძენისას, Super App-ში თიბისის ყველა Visa ბარათზე იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო კონცეპტის Visa ბარათზე - 30% -იანი ფასდაკლება Orbitკატეგორიისბილეთზე. თიბისის მოსწავლის და სტუდენტური ბარათით გადახდისას იმოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება, რომელიც გავრცელდება star ring კატეგორიის 5000 ბილეთზე.
იმისათვის, რომ ბილეთი Super App-იდან, რიგებისა და დისკომფორტის გარეშე შეიძინო, საჭიროა:
აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია როგორც IOS, ასევე Android
სისტემებისთვის. თუ კონცერტზე დასწრებას აპირებ, დაიჭირე თადარიგი და გადმოწერე Super App-ი, სადაც ბილეთს სწრაფად და
მარტივად შეიძენ: bit.ly/superapp-tnet
თანამედროვე შემსრულებლებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტი Bruno Mars- ი მისიენერგიული ლაივებით მილიონობით მსმენელის საყვარელი შემოქმედი გახდა.
ალბომების Doo-Wops & Hooligans, Unorthodox Jukebox და 24K Magic-ის დამსახურებით, ვარსკვლავური სტატუსი მალევე მოიპოვა, ხოლო მისი ჰიტები სხვადასხვა თაობის საყვარელ კომპოზიციებად იქცა. სწორედ ამ ჰიტებს შემოგვთავაზებს ამერიკელი არტისტი 1 ოქტომბერს დინამო არენაზე.
„Starring Georgia“ ორწლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში, საქართველო მთელი
„თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის
ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება
ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა:
“Bruno Mars”„ Imagine Dragons“ “The Killers”, „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“.
ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები
შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.
16-11-2024
16-11-2024