გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გელა გელაძის ხელმძღვანელობით 2023 წლის გამოცდების საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა

20-06-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის გელა გელაძის ხელმძღვანელობით 2023 წლის გამოცდების საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა, სადაც ჯგუფის წევრებმა გამოცდების მზადებასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად განიხილეს.


შეხვედრის ფარგლებში ჯგუფმა საჭიროებების გათვალისწინებით იმ სამოქმედო გეგმასა და კონკრეტულ ამოცანებზე იმსჯელა, რომლებიც უნდა შეასრულოს გამოცდების ლოგისტიკურ ნაწილში ჩართულმა თითოეულმა უწყებამ. საუბარი შეეხო საგამოცდო ცენტრების დენის უწყვეტი მომარაგების, სასწრაფო და სახანძრო დახმარების უზრუნველყოფის, გზების მოწესრიგების, ტრანსპორტირებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.


აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს   წინასაგამოცდო სამზადისი. სპეციალური პროგრამები უკვე ჩაწერილია ლეპტოპებში.  ამობეჭდილია პასუხების ფურცლები და დამხმარე მასალები, ასევე გამზადებულია შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლები – ამჟამად მიმდინარეობს მათი ცენტრებად განაწილების პროცესი.


მიმდინარე კვირიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იწყებს24 საგამოცდო ცენტრის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვის პროცესს.ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოცდო ცენტრებში ვიდეოკამერების მონტაჟი, აგრეთვე, კომპიუტერული და ელექტრო ქსელის დასამონტაჟებლად საჭირო მასალების ტრანსპორტირება.


გამოცდების მაღალ დონეზე უზრუნველყოფის მიზნით, საორგანიზაციო ჯგუფი ყოველ წელს იქმნება. ჯგუფი დაკომპლექტებულია წარმომადგენლებით შემდეგი უწყებებიდან: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, სსიპ მანდატურის სამსახური, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, სს „თელასი“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, შპს მაგთიკომი, შპს სქაიტელი.

 

წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.  წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.


ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის ჯამში 75 ათასზე მეტი მსურველიადარეგისტრირებული.


2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულნი კი საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას  27-28 ივლისს ჩააბარებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930