20-06-2023
„დღეს რადგან 20 ივნისია, გახარიას მიერ მომიტინგეთა უმოწყალოდ დარბევის დღე - მინდა საზოგადოებას შევახსენო მოღალატე "ზაურევიჩის" კარიერიდან ორი ყველაზე მძიმე, სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება: 20 ივნისს გახარიამ ყველაფერი გააკეთა, რომ გადატრიალება და უბედურება მომხდარიყო. ხორავას ქუჩის საქმე. ეს ამბავი გახარიას ლაჩრობებსა და ამავე დროს, ვირეშმაკობებში მოწინავეა“-ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ამ გადმოსახედიდან - შესაფასებლად კიდევ უფრო მარტივია, თუ რამხელა კიბო მოიშორა გახარიას სახით „ქართულმა ოცნებამ“.
„დღეს რადგან 20 ივნისია, გახარიას მიერ მომიტინგეთა უმოწყალოდ დარბევის დღე - მინდა საზოგადოებას შევახსენო მოღალატე "ზაურევიჩის" კარიერიდან ორი ყველაზე მძიმე, სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება. 1 - 20 ივნისს გახარიამ ყველაფერი გააკეთა, რომ გადატრიალება და უბედურება მომხდარიყო.
სპეცრაზმი საათების განმავლობაში პირისპირ შეატოვა აგრესიული ხალხის მასას, შემდეგ მათი პარლამენტის შენობაში შეშვება გადაწყვიტა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა. პირველი გეგმა რომ ჩაეშალა, მისი მოადგილის, საბანაძის პირით ბრძანება გასცა და მომიტინგეებს თვალები დათხარა. ბოლოს პასუხისმგებლობა ბაქოში მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს გადააბრალა და იმ მომენტში, რომ არა ირაკლი კობახიძის გონიერი ნაბიჯი, უმართავი პროცესები წავიდოდა... 2 - ხორავას ქუჩის საქმე.
ეს ამბავი გახარიას ლაჩრობებსა და ამავე დროს, ვირეშმაკობებში მოწინავეა. ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა, მაზაკვალმა ისევ ქვეყნის ასარევად გამოიყენა. საქმეს შსს იძიებდა, როდესაც გამობრძანდა ტელევიზიით ეს ფარჩაკი და ომახიანად თქვა - "საქმე გამოძიებულია, ყველა დამნაშავე დაკავებული"... ამის მერე კი იცით რაც მოხდა - გახარიას ჩასვრილი საქმის გამო გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე გადადგა, მოღალატე ზაურევიჩმა კი გააგრძელა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმდება. ამ გადმოსახედიდან - შესაფასებლად კიდევ უფრო მარტივია, თუ რამხელა კიბო მოიშორა გახარიას სახით „ქართულმა ოცნებამ“. კიდევ ძალიან ბევრია მისი ანტისახელმწიფოებრივი და ცხოვრებისეული უზნეობების შესახებ, მაგრამ სხვა დროს...“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
16-11-2024
16-11-2024