გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელოს

21-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჯერჯერობით მმართველ გუნდს არ მიუღია გადაწყვეტილება, საპრეზიდენტო არჩევნებში ეყოლება თუ არა საკუთარი  კანდიდატი.

პრემიერის თქმით, ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ მოვლენებს აკვირდება და ამავდროულად, არსებობს პოზიცია უმრავლესობაში, რომ პარტია „ქართული ოცნება“ თავისი კანდიდატით იყოს წარმოდგენილი.  

„ვაკვირდებით მოვლენებს, დავაკვირდებით იმ კანდიდატებს, რომლებიც დარეგისტრირდება და  შესაბამისად, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. 

საკითხზე გუნდში მიმდინარეობს არა მხოლოდ კომუნიკაცია, არამედ შეიძლება ითქვას, დისკუსია.  „ქართული ოცნების“ ფილოსოფია გახლავთ  საპარლამენტო დემოკრატიისა და საპარლამენტო რესპუბლიკის მშენებლობა.  აქედან გამომდინარე, ორივე პოზიციას პარტიაში თავისი  არგუმენტები აქვს.  ვინაიდან ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში, შეიძლება, ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იყოს, რომ  საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველმა ძალამ მონაწილეობა არ მიიღოს, თუმცა, ამასთან ერთად არსებობს პოზიცია,  რომ პარტია აუცილებლად თავისი კანდიდატით უნდა იყოს წარმოდგენილი“-

განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930