გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ლიცენზიის გარეშე მოძრავი ტაქსები 200 ლარით დაჯარიმდებიან

22-08-2018

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტაქსების რეგისტრაციის მსურველებს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რეგისტრაციის პროცესი იუსტიციის სახლში უკვე დაწყებულია, რისთვისაც მან იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მადლობა გადაუხადა.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის, უკვე 500-მდე ტაქსის ნებართვაა გაცემული.

"გარდა იუსტიციის სახლისა, ათივე გამგეობაში შესაძლებელია ლიცენზიების მიღება. ასევე, მსურველებისთვის ყველაზე მარტივი გზა არის სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერით დარეგისტრირდნენ. იუსტიციის სახლში სპეციალურად გამოყოფილია ერთი ადგილი, სადაც მოქალაქეებს იუსტიციის სახლის თანამშრომელი ემსახურება. დღეის მდგომარეობით, 500-მდე ტაქსის ნებართვა არის უკვე გაცემული", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ტაქსები დედაქალაქში შესაბამისი ლიცენზიის გარეშე იმოძრავებენ, 200 ლარით დაჯარიმდებიან.

"მსურველებს მინდა მივმართო, რომ იაქტიურონ, რადგან 1 ოქტომბრიდან ამ სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე შეუძლებელი იქნება. თუკი მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდება, 200 ლარით დაჯარიმდებიან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულების მოწესრიგება, რადგან ეს ქალაქში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. ზოგადად ქაოსია და აუცილებლად უნდა მოვაწესრიგოთ. ეს ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება იყო", - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031