გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: მეტროში მოცდის პერიოდი 3 წუთამდე შემცირდება

22-08-2018

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 15 სექტემბრიდან თბილისის მეტროპოლიტენში მოცდის პერიოდი საშუალოდ 3 წუთამდე შემცირდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ მომავალში მოცდის პერიოდი 2 წუთამდე შემცირდეს.

 

„15 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება მოცდის პერიოდის შემცირება, განსაკუთრებით პიკის სათებში. თუკი აქამდე  ადამიანებს 4-5 წუთი ლოდინი უწევდათ, ამ ცვლილებებით შესაძლებელი იქნება, ეს დრო 3 წუთამდე დავიდეს. ამ შედეგით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ, რომ მეტროს ახალი ვაგონები დავამატოთ, მოდერნიზება მოვახდინოთ და ლოდინის პერიოდი დაახლეობით 2 წუთამდე შევამციროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, 15 სექტემბრიდან თბილისის მეტროპოლიტენს მემანქანეების ახალი ნაკადი დაემატება, რომლებიც უკვე გადამზადდნენ.

 

„მოგეხსენებათ, მეტროს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. 15 სექტემბრიდან მგზავრთა ნაკადები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ხალხი უკვე შვებულებებიდან დედაქალაქში დაბრუნდება. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მიმდინარე წელს, მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობა დავამატეთ. ასევე, განვახორციელეთ სარკინიზგო ხაზების ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაციაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ, ისეთი მონაკვეთების, რომელიც სიჩქარის შეზღუდვებს განაპირობებდა. გადამზადების შედეგად, მემანქანეების ახალი ნაკადი მივიღეთ, რომლებიც თბილისის მეტროს დაემატებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031