გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვიმყოფებოდი ბრიუსელში, მქონდა მაღალი დონის შეხვედრები. მათ დეტალურად ავუხსენი, რა ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და სრული რაპორტი ჩვენი საქმიანობის მიწოდებულია ევროკომისიაში

21-06-2023

რამდენიმე დღის წინ მე ვიმყოფებოდი ბრიუსელში, მქონდა მაღალი დონის შეხვედრები, პრეზიდენტ მიშელთან, ჩემს დელეგაციას ჰქონდა მის კაბინეტთან შეხვედრები. ასევე შევხვდი ევროკომისარ ვარჰეის და მქონდა ვრცელი საუბარი ჩვენს მიერ მიღწეულ პროგრესზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მან დეტალურად ისაუბრა, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა ხელისუფლების მხრიდა.


„მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები უნდა გვქონდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, იქამდე ბევრი რამ არის გადასაწყვეტი. მე მათ დეტალურად ავუხსენი, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და სრული რაპორტი ჩვენი საქმიანობის მიწოდებულია ევროკომისიაში.


შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ მშვიდად ევროკომისიის გადაწყვეტილებას. მე მათ კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ მოცემულ ვითარებაში, ამ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ყველა ვიმყოფებით, მთელი მსოფლიო და ზოგადად, ევროპის კონტინენტზე რაც ხდება და უკრაინაში ეს დამანგრეველი ომი, ამან მთლიანად შეცვალა საერთაშორისო წესრიგი. მათ ვუთხარი, რომ ასეთ ვითარებაში, საქართველოს გამოყოფა იქნება სტრატეგიული შეცდომა დასავლეთის და ეს არ შედის არც დასავლეთის, არც ჩვენს ინტერესებში. ასევე მკაფიოდ ვუთხარი ჩვენს მეგობრებს, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი თუ არის პოლარიზაციის დასრულება, აუცილებლად უნდა მოგვანიჭონ სტატუსი, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სპეკულაციის საგანი და პოლარიზაციის წყარო. თუ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს ავტომატურად, მინიმუმ გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს. ეს შეფასებები იყო, დანარჩენი დაველოდოთ. ჩვენ ამ კვირაში ველოდებით რაპორტს. ეს არ იქნება საჯარო ინფორმაცია, მაგრამ ალბათ ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი ჩვენთვისაც, მათ შორის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ოქტომბერში უნდა წარადგინოს ევროკომისიამ რეკომენდაცია ევროპული საბჭოს მიმართ, მისცეს თუ არა სტატუსი საქართველოს. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930