გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 01, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: “ნაცმოძრაობის” ზონდერი შაშკინი სადიზმზე ლაპარაკობს, თან მოქმედ მინისტრზე, რომლის დროსაც პატიმრები რესოციალიზაციას განიცდიან, ზოგიერთი პატიმარი კი პარტნიორს აფეხმძიმებს და მამა ხდება

21-06-2023

დიმიტრი შაშკინმა თქვა, რატი ბრეგაძე მისი სადიზმის გამო პასუხს აგებსო... გავიცინებდი აქ მაგრად, მაგრამ არ მეცინება, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი განცხადებით, დიმიტრი შაშკინი, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის შესახებ იმ ფონზე საუბრობს, როცა პატიმრები პენიტენციურ დაწესებულებებში რესოციალიზაციას გადიან, ზოგიერთი მათგანი კი, სასჯელის მოხდის პერიოდში მამაც ხდება.

 

“დიმიტრი შაშკინმა თქვა, რატი ბრეგაძე მისი სადიზმის გამო პასუხს აგებსო... გავიცინებდი აქ მაგრად, მაგრამ არ მეცინება. ნაცმოძრაობის ზონდერი, ჯალათი შაშკინი სადიზმზე ლაპარაკობს, თან მოქმედ მინისტრზე, რომლის დროსაც პატიმრებს მოსავალი მოჰყავთ, რესოციალიზაციას განიცდიან და..... ზოგიერთი პატიმარი პარტნიორს აფეხმძიმებს და მამა ხდება... შაშკინ, შე გლუვი ტვინის პატრონო, შენი ბოსი ქართულ ციხეში მამა გახდა, შენ ისევ ისეთ გლუვად როგორ დარჩი “ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30