გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ კონფერენციებზე ყვარლის, ლაგოდეხის და გურჯაანის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

22-06-2023

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები კახეთის რეგიონში გრძელდება. ყვარელში, ლაგოდეხსა და გურჯაანში დღეს გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

 

ყვარლის ორგანიზაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი უხელმძღვანელებს; ლაგოდეხის ორგანიზაციას - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ივანე (ბაჩო) ხაჩიძე; გურჯაანის ორგანიზაციას - გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი. შაბათს პარტიული კონფერენციები გაიმართება დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და საგარეჯოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728