გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თავდაცვის მინისტრი ათასი ლარით დაჯარიმდა

10-01-2018

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საჯარო სამსახურის ბიურომ ათასი ლარით დააჯარიმა. ამის მიზეზი ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილი ხარვეზია. იზორიას დეკლარაცია შარშან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმდა.

ამასთან, საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებით, ათასი ლარის გადახდა 2017 წელს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი ბუთხუზსაც დაეკისრა.

დაჯარიმებულთა სიაში ასევე არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ გამეზარდაშვილი; 112-ის დირექტორი გიორგი ბიჭაშვილი; კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი; პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე; სემეკ-ის წევრი გოჩა შონია; ყოფილი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია; საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი; სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძე, საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძე.

პირველმა არხმა საჯარო სამსახურის ბიუროდან უკვე გამოითხოვა ინფორმაცია, კონკრეტულად, რა დარღვევებია დაფიქსირებული მაღალჩინოსანთა დეკლარაციებში.


1tv

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930