23-06-2023
როგორც ჩანს, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით თავად ევროკომისიაც უკვე ჩამოყალიბდა, რომ პერსონალური მიდგომა არ არის სწორი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოსთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ წარადგინა.
„გუშინ, როდესაც ვისმენდით შეფასებებს, მთავარი რაც ითქვა, არის ის, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, თავად ევროკომისიაც უკვე ჩამოყალიბდა, რომ პერსონალური მიდგომა არ არის სწორი. ამიტომაც ხაზი იყო გასმული, მაგალითად, კონკურენციის კანონმდებლობაზე, პარტიების დაფინანსების კანონმდებლობაზე. ამით დადასტურდა ის, რაზეც ვსაუბრობდით, რომ დეოლიგარქიზაციის პუნქტი იყო ბუნდოვანი, არასათანადო და ის სისტემური მიდგომები, რაც არის, რომლებიც, სხვათა შორის, კომისარმა ვარჰეიმ დაასახელა, დანარჩენი საკითხები არის ისედაც იმ 12 პუნქტში – სასამართლოს, ანტიკორუფციული, ორგანიზებული დანაშაული, ფულის გათეთრების საკითხები, სხვა ნაწილებში ისედაც იყო გათვალისწინებული, ამიტომ, რაც შეეხება ამ ორ საკითხს სისტემური მიდგომიდან, კონკურენციის სამართალი, პარტიების დაფინანსების კუთხით, იქაც საუბარი იყო შესაძლო დახვეწაზე და ვნახავთ, ამ მხრივ რა არის შესაძლებელი, რომ გაკეთდეს. მთავარი არის, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით გუშინ რაც იყო შეფასება, ამან აჩვენა, რომ ცალკე პუნქტად დეოლიგარქიზაციის გამოტანამ 12 რეკომენდაციაში შექმნა ბუნდოვანება და იყო უადგილო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024