22-08-2018
რუსეთის ექს-თავდაცვის მინისტრისა და ექს-ვიცე-პრემიერის, სერგეი ივანოვის განცხადებით რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე ჰქონდა საქართველოსთან საომარი მოქმედების საიდუმლო გეგმა.
ეს განცხადება ივანოვმა რუსულ გამოცემა, «КоммерсантЪ»-თან ინტერვიუში გააკეთა.
„დასავლეთიდან გვაიმედებდნენ, რომ სააკაშვილი წითელ ხაზს არ გადაკვეთსო, მაგრამ სამხედროები და გენშტაბის თანამშრომლები ბრიყვები და იოლად მოსატყუებელი ადამიანები არ არიან... თანაც ეს ხდება 2007 წელს, როცა როცა სამხრეთ ოსეთში უკვე მოხდა რამდენიმე სერიოზული შეტაკება. ამიტომაც შემუშავდა სამხედრო მოქმედებების საიდუმლო გეგმა იმ შემთხვევისათვის, თუ სამხრეთ ოსეთში სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყება და იქ მყოფ რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე დაემუქრებოდათ“-განაცხადა ივანოვმა.