გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენადი არველაძე: ქართული პროდუქციის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ექსპორტი მსოფლიოს 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზეა შესაძლებელი

24-06-2023

„ქართულ პროდუქციას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შესვლა მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ში შეუძლია, რაც 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს" - ამის შესახებ ეკონომიკისა მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოხსენების დროს განაცხადა.


მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს ამჟამად თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს 45 ქვეყანასთან და ერთ საბაჟო ტერიტორიასთან (ჰონგ-კონგი).


„თუ გავაანალიზებთ, რა შედეგი მოიტანა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების განვითარებამ საქართველოს ექსპორტისთვის, ვნახავთ, რომ ადგილობრივი ექსპორტის (რეექსპორტის გარეშე) დიდი წილი - 82% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გავიდა. ამასთან, შემცირდა საქართველოს დსთ-ს ქვეყნების ბაზრებზე ექსპორტდამოკიდებულების წილი და ადგილობრივი ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ქვეყნებში, რომლებთანაც საქართველომ გააფორმა ახალი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


გენადი არველაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი თაობის შეთანხმებების გაფორმების შემდგომ, 2022 წელს, 2014 წელთან შედარებით, დაფიქსირდა არა მხოლოდ ტრადიციული საექსპორტო პოზიციების ზრდა, არამედ ექსპორტში გამოჩნდა ახალი პროდუქციაც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930