გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოლომონ პავლიაშვილმა საერთაშორისო კონფერენცია „ორგანული სოფლის მეურნეობა და აგროეკოლოგია“ გახსნა

24-06-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა საერთაშორისო კონფერენცია „ორგანული სოფლის მეურნეობა და აგროეკოლოგია“ გახსნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრო ავრცელებს. 


„კონფერენციის თემატიკა, როგორიც არის ორგანული სოფლის მეურნეობა და აგროეკოლოგია, თანხვედრაშია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით არსებულ სტრატეგიასთან, რაც გულისხმობს ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას, ეკოსისტემების მდგრად მართვას, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დანერგვას. აღნიშნული არის მწვანე ეკონომიკის ზრდის შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს ბიო/ორგანული და აგროეკოლოგიური სოფლის მეურნეობის როლი აგროსასურსათო სექტორის გაჯანსაღებასა და მის უფრო სამართლიან და ეკონომიკურად, სოციალურად და ეკოლოგიურად მდგრად სისტემად ჩამოყალიბებაში.


დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარე როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო ექსპერტებმა და ფერმერული გაერთიანებების წარმომადგენლებმა.


კონფერენციის პარალელურად ფერმერთა მიერ წარმოებული ადგილობრივი, ორგანული და ეკომეგობრული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.


კონფერენციას სამთავრობო, საერთაშორისო, სამოქალაქო და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ორგანული და აგროეკოლოგიური მეურნეობები, ბიოწარმოებაში ჩართული კომპანიები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930