24-06-2023
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და ამ ფონზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქციას მიმოიხილავს.
როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, სწორედ ის ნაცები და მათი მიმდევრები არიან დიდ გულზე, ვინც საქართველო სრულად მიჰყიდა რუსეთს და მათ ღალატს დღეს ქვეყანა იმკის.
„დღეს დილიდან ოპოზიციის წევრების დიდი ნაწილისა და მათი მხარდამჭერების პირად გვერდებზე საზეიმო აჟიოტაჟია ატეხილი და არც ერთი სიტყვა არ თქმულა საფრთხეზე. დარწმუნებული ვარ, ისინი ხარობენ არა იმით, რომ რუსეთში შიდა დაპირისპირებაა, არამედ იმით, რომ შესაძლოა მათი სანატრელი ომი საქართველოს მოუახლოვდეს.
წაიკითხეთ მათი სტატუსები და მხოლოდ ხელისუფლების მიმართ ნიშნის მოგებას ამოიკითხავთ, გეგონება, ხელისუფლებას ურიცხავდეს რუსეთი მილიონობით რუბლებს და „ქართულმა ოცნებამ“ მიჰყიდა პუტინს ყველა სტრატეგიული ობიექტი საქართველოში.
სწორედ ის ნაცები და მათი მიმდევრები არიან დიდ გულზე, ვინც საქართველო სრულად მიჰყიდა რუსეთს და მათ ღალატს დღეს ქვეყანა იმკის. ასეა, მტყუანი ეგრევე ყვირის კვალის დასამალად. დრო და სიტუაცია ყველას და ყველაფერს აშიშვლებს. ჩვენი „საამაყო“ ოპოზიციაც კიდევ ერთხელ გაშიშვლდა. რუსეთი საქართველოსთვის არის ოკუპანტი, თორემ მათთვის სიმდიდრის წყაროა. მჯერა, რომ ხელისუფლების გონიერება ამ საფრთხესაც ააცილებს ქვეყანას.
ოპოზიციას კი მინდა იმედები გავუცრუო და ვუთხრა: დიდხანს მოგიწევთ ლოდინი თქვენი რუსული ოცნებისა და აგენტური დავალების შესასრულებლად“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
16-11-2024
16-11-2024