გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივნისი 17, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს პოლონური დელეგაცია ეწვია

27-06-2023

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვია დელეგაცია პოლონეთიდან. მათ დაათვალიერეს ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერების კოლექციები, მათ შორის პოლონური ხელნაწერები.

 

გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორთან ზაზა აბაშიძესთან.

 

შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს. ასევე, პოლონელ კოლეგებთან დაიგეგმა მემორანდუმის გაფორმება.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: ოსოლინეუმის დირექტორი, ლუკაშკამინსკი (ქ. ვროცლავიდან), ლაურინას ვაიჩიუნასი, პროფესორი დავით ყოლბაია და პროფესორი ვოიჩეხ მატერსკი ვარშავის უნივერსიტეტიდან, იანნოვაკ-იეჟორანსკის სახ. აღმოსავლეთ ევროპის კოლეგიის ხელმძღვანელი, ევა ვაიჩიუნენე, იანნოვაკ-იეჟორანსკის სახ. აღმოსავლეთ ევროპის კოლეგიის წარმომადგენელი, აგატა ვასოვსკა, პავლიკ კრაკოვის კულტურის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, მალგო ჟატავიეჟხოვსკა, პოლონური ინსტიტუტის წარმომადგენელი თბილისში (პოლონეთის საელჩო). ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის ხელმძღანელი თამარ აბულაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30