გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაბრიჭიძე კახა ოქრიაშვილზე: "თეორიულად" დაუშვა საქართველოში 500 კაციანი ტერორისტული ჯგუფის შემოჭრა და ამ დროს სიხარულით ახუნტრუცდა

27-06-2023

ექსპერტი გია გაბრიჭიძე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საქართველოში „500-კაციანი კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფის შემოჭრაზეა“ საუბარი და აღნიშნულია, რომ ასეთი სცენარის არსებობის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს არავინ დაიცავს.


როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, მართალია ოქრიაშვილმა მოვლენების მსგავსი სახით განვითარება „თეორიულად დაუშვა“, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ფულის შოვნაზე და წამლების ძვირად გაყიდვაზე ფიქრობს.


„ეს გაზულუქებული რეგვენი ესა. "თეორიულად" დაუშვა საქართველოში 500 კაციანი ტერორისტული ჯგუფის შემოჭრა. "თეორიულად დაუშვა" და ამ დროს სიხარულით ახუნტრუცდა. თან იქვე უწერია - ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ამ შემთხვევაში, ჩვენი სამშობლო ისევ უბრალო ხალხის დასაცავი იქნება.

"სამწუხარო" კი არა, ბედნიერი იქნება მეტ წამალს გავყიდი უფრო ძვირადო და ვინ არის "უბრალო ხალხი"? ეს რა განსაკუთრებულია? "უბრალო" კი არა, ყველაზე მაგარი ხალხი, ვინც სამშობლოს დაიცავს, თორე ამისნაირი ვირთხები მაშინაც ფულის გაკეთებაზე იფიქრებენ. ფუი ამის ხარბი . . .“ - წერს გია გაბრიჭიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930