გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
ამერიკელი სენატორი: რუსეთს თაფლაკვერის სახით უნდა მივცეთ შეთანხმება, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღებას გამორიცხავს

22-08-2018

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების შესახებ მოსმენები გამართა. 


სენატორმა რენდ პოლმა, შეეხო რა რუსეთის დაშოშმინების საკითხს, აღნიშნა: 


"თუ სანქციები - ეს ერთგვარი მათრახია, მაშინ სადაა თაფლაკვერი? მე მგონი, ერთ-ერთი ასეთი თაფლაკვერი შეიძლება იყოს ჩვენი თანხმობა საკითხის შესწავლაზე - რამდენად მიზანშეწონილია უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღება... 


თუ თქვენ გინდათ მართლაც გავლენა მოახდინოთ რუსეთის მოქმედებაზე, თუ გსურთ რაღაც შეთანხმებამდე მისვლა, მაშინ ისეთი შეთანხმება უნდა დაიდოს, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღებას გამორიცხავს. ამით ორივე სახელმწიფოში კონფლიქტების სიმწვავე შემცირდება"-განაცხადა სენატორმა.

 

წყარო: www.newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30