გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ე.წ. თანამდებობიდან გადადგა

22-08-2018

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია ე.წ.თანამდებობიდან გადადგა.


ამის შესახებ გაბნიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მიზეზად გაბნიამ ის ფაქტი დაასახელა, რომელიც ჩხუბში მის მონაწილეობას ეხება.


„ყველას გსმენიათ ჩხუბზე, რომელშიც მე ვმონაწილეობდი. საჭიროდ ვთვლი ამაზე საუბარს. 5-კაციანი ჯგუფს დაძაბული საუბარი ჰქონდა. ამ ჯგუფიდან ერთ-ერთი კაცი მშვიდად ადგა, ყოველგვარი აგრესიის გარეშე და უკნიდან თავში ჭიქა ჩამარტყა. ვალდებული ვარ გადავდგე იმის გამო, რომ ღირსება დავიცვა. ეს პოლიტიკურ რეალობას არანაირად არ უკავშირდება“,-განაცხადა გაბნიამ.


მისი თქმით, გადადგომის მიუხედავად პოლიტიკურ კურსს არ შეიცვლის.


ვიტალი გაბნია დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენატად 2014 წლის 25 სექტემბერს დაინიშნა.

"პია"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930