გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გერმანელი მწერალი გერტ რობერტ გრიუნერტი თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა

27-06-2023

გერმანელი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი, ლიტერატორი და მთარგმნელი გერტ რობერტ გრიუნერტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მათთან ერთად წაიკითხა ლექსები საკუთარი შემოქმედებიდან. ასევე, თსუ ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა წაიკითხეს თანამედროვე ქართველი პოეტების ლექსები ქართული პოეზიის ანთოლოგიიდან, რომელიც გამოიცა გერმანიაში, გერმანულ ენაზე რობერტ გრიუნერტის თანამონაწილეობით.


ღონისძიებას, რომელიც თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა, თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, ქართულ-გერმანული ლიტერატურული წრეების წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები და რობერტ გრიუნერტის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.


როგორც თსუ რექტორის მოადგილემ, ნინო ოკრიბელაშვილმა აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ისეთ საპატიო სტუმარს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული პოეზიის პოპულარიზაციაში. მისი თქმით, 2017 წელს გერტ რობერტ გრიუნერტს, ქართული პოეზიის ანთოლოგიის გერმანულ ენაზე მთარგმნელსა და გამომცემელს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის უნივერსიტეტის მედალი გადაეცა.


გერტ რობერტ გრიუნერტი არის რან-ერფტის ლიტერატურული გაერთიანების, „Auto¬ren¬kre¬is Rhe¬in-Erft~ (ARE) წევრი. მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა ანთოლოგიაში, მათ შორის, კრებულებში: „დაკავშირებული შვიდი“, 2017; „დაკავშირებული ცხრა“ 2019; 1990 წლიდან წერს ლიბრეტოებს გერმანელი კომპოზიტორის დიტერ შონბახის (1931-2012) ოპერებისა და მუსიკალური ნაწარმოებებისათვის. გამოქვეყნებული აქვს ლექსების სამი კრებული და მათი ანალიზი (2011; 2012; 2013). ფილოლოგიის დოქტორთან ნინო პოპიაშვილთან ერთად გამოცემული აქვს ქართული პოეზიის ანთოლოგია გერმანულ ენაზე: Anthologie georgischer Lyrik – „Ich aber will dem Kaukasos zu“, Pop Verlag, Ludwigsburg, 2015.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930