27-06-2023
„კახოვკის კაშხლის მწყობრიდან გამოსვლას თურმე არც ოდესის ტურისტულ სეზონზე უმოქმედია, არც აფხაზეთისა და არც თურქეთის. უკრაინის ბრძოლის ველიდან ადიდებულმა დნეპრის წყალმა ნაღმები რომ „ჩარეცხა“, მათ „დაბინავებას“ კონკრეტული მისამართი ჰქონია - ბათუმი“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, TV პირველი იუწყება, თითქოს კახოვკის კაშხლის მწყობრიდან გამოსვლის გამო აჭარაში ტურისტული სეზონი ჩავარდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„როგორი ბოროტი სიამოვნებით და მაზოხისტურ ექსტაზში იუწყება „ჭუტავიზია“ აჭარაში საკურორტო სეზონის „ჩაგდებაზე“. კახოვკის კაშხლის მწყობრიდან გამოსვლას თურმე არც ოდესის ტურისტულ სეზონზე უმოქმედია, არც აფხაზეთისა და არც თურქეთის. უკრაინის ბრძოლის ველიდან ადიდებულმა დნეპრის წყალმა ნაღმები რომ „ჩარეცხა“, მათ „დაბინავებას“ კონკრეტული მისამართი ჰქონია - ბათუმი. მასობრივად უქმდება ჯავშნები ევროპიდან - იუწყებიან ტურისტული კომპანიებიო.
არადა, ხომ ყველამ „იცის“, რომ აჭარის შავიზღვისპირეთი პორტუგალიელების, ესპანელებისა და იტალიელების „საყვარელი“ დასასვენებელი ადგილი იყო. ის, რომ ბათუმი გადავსებულია რუსებით, უკრაინელებით, ყაზახებით, ებრაელებით, არაბებით, თურქებით და ამ ქვეყნებიდან ნაკადები მხოლოდ მატულობს, ამაზე „ჭუტავიზია“ მორცხვად არ იუწყება. არადა, რა სიუჟეტი გააფუჭეს ამ ვიწრო გეოგრაფიული ჩარჩოებით, რამდენად უფრო პომპეზური იქნებოდა: „წელს ბათუმში აღარ ჩამოვლენ ტურისტები კანადიდან, ახალი ზელანდიიდან, სიერა-ლეონედან, მიანმასა და მადაგასკარიდან. მასობრივად უქმდება ჯავშნები პაპუა-ახალი გვინეიდან და გვინეა-ბისაუდან „რუსული ოცნების„ ხელისუფლების პირობებში გამძაფრებული რისკების გამო". ვაი თქვენს „ოფშორ“ თავებს, უბედურს...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024