გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: კიდევ კარგი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ არის ხელისუფლებაში... ქვეყანაში დღეს იდგებოდა რუსული ტანკები

28-06-2023

„სააკაშვილის განცხადება იყო ცარიელი სპეკულაცია. როცა საუბარია „კავკასიურ გაერთიანებაზე“, მათ შორის, ის გულისხმობს იმ რეგიონებს, რომლებიც დღეს არიან ფედერაციული სუბიექტები. ანუ, საუბარია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ ერთეულებზე“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებ საუბრისას აღნიშნა.

 

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პროვოკაციული უწოდა და აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მოეხერხებინა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მოგება, ამ შემთხვევაში, თბილისში გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკები.

 

„ესეც არის რა თქმა უნდა მორიგი პროვოკაციული, „პრიგოჟინისტული“ განცხადება სააკაშვილის მხრიდან და აქედან ჩანს მათი ბუნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კიდევ კარგი ეს ადამიანები: სააკაშვილი, გვარამია, ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ხაბეიშვილი და ა.შ. არ არიან ხელისუფლებაში.

 

ქვეყანაში დღეს იდგებოდა რუსული ტანკები . მათ რომ მოეხერხებინათ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მოგება, 2021 წელს 43% რომ არ გადაგველახა, ამ შემთხვევაში, თბილისში გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკები და ეს კიდევ ერთხელ აჩვენა მათმა „პრიგოჟინისტულმა“ დამოკიდებულებამ იმ დღეს, როდესაც ეს პროცესები ვითარდებოდა რუსეთის ფედერაციაში. კიდევ კარგი ისინი არ არიან დღეს ხელისუფლებაში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930