30-06-2023
„2023 წლის მარტის აქციებმა შეუქმნეს ამერიკელებს შთაბეჭდილება, რომ დადგა სასამართლო სისტემაზე პირდაპირი იერიშის მიტანის დრო, რასაც ხელი შეუწყო ნიკა გვარამიას გარემოცვის აქტიურობამაც. მარტის მოვლენების ეფექტმა ჩაუნერგა ვაშინგტონს რწმენა, რომ ისინი წარმატებით შეძლებენ ხელისუფლებაზე ზეწოლას ფრონტის ამ ხაზზეც“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ამერიკის მიზანია მისი „სამიზნე“ ქვეყნების მართლმსაჯულების ხელში ჩაგდება, ხოლო მარტის მოვლენებმა ამერიკელებს აფიქრებინა, რომ ამ მხრივ შემოტევა სწორედ დროული იყო, რისი შედეგიც ვნახეთ. „ხელისუფლების „აყირავების“ ოპერაციაში, გარდა ორი ყველაზე „მსუყე“ ნაწილისა („მეორე ფრონტი“ და „მაიდანი“), არანაკლებად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მოსამართლეთათვის სანქციების დაწესებას, რაზეც მოგვიწევს დეტალურად მსჯელობა, იმდენად საინტერესო და ნიშანდობლივი თემაა.
როდესაც 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ კორუფციული ბრალდებების „ნამდვილობისა და მათი სიმძიმის“ გათვალისწინებით, სანქციებს უწესებს საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს (მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე), თავდაპირველად შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, როგორც ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრის მეტი ნაწილისთვის, ასევე აშშ-ის ელჩი კელი დეგნანისთვის, საელჩოსა და USAID-ის მისიის ადგილობრივი „სტაფისთვის“:
ისინი უნდა ჩაანაცვლონ, მათდამი კეთილგანწყობილი პირებით. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 2020-2021 წლებში ამერიკული მხარე, ხსენებული ჩანაცვლების უზრუნველსაყოფად, ღონისძიების სახით გეგმავდა თავისი დაფინანსების შეჩერება/შემცირებას და აღნიშნულით გამოწვეული შედეგის, საჯაროდ, უშუალოდ სასამართლო კლანზე „გადაბრალებას“ მასთან შიდა ინსტიტუციური კონფრონტაციის გამოწვევის მიზნით. თუმცა ხსენებულ გადაწყვეტილებაზე მაშინ ითქვა უარი, რადგან აღნიშნული სვლა შეაფერხებდა სასამართლო სისტემასთან ურთიერთთანამშრომლობას. 2023 წლის მარტის აქციებმა შეუქმნეს ამერიკელებს შთაბეჭდილება, რომ დადგა სასამართლო სისტემაზე პირდაპირი იერიშის მიტანის დრო, რასაც ხელი შეუწყო ნიკა გვარამიას გარემოცვის აქტიურობამაც. მარტის მოვლენების ეფექტმა ჩაუნერგა ვაშინგტონს რწმენა, რომ ისინი წარმატებით შეძლებენ ხელისუფლებაზე ზეწოლას ფრონტის ამ ხაზზეც. კონკრეტულად რა ღონისძიებები ჩატარდა და ვისი მონაწილეობით, ამაზე მოგვიანებით“, - წერს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024