გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ვარკეთილში ავარიას 29 წლის ბიჭი ემსხვერპლა, მისი ბიძაშვილი კი მძიმე მდგომარეობაშია

23-08-2018

ვარკეთილში დღეს დილით მომხდარ ავარიას 29 წლის ბიჭი ემსხვერპლა, კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი კი მძიმე მდგომარეობაშია. 

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, შემთხვევა დაახლოებით 07:00 საათისთვის მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. 

დაშავებულიც 29 წლის მამაკაცია. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

გარდაცვლილი და დაშავებული ერთმანეთის ბიძაშვილები არიან.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728