გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ოქრიაშვილი: 2012 წლის შემდეგ, საქართველოს საერთოდ რომ არ ჰყოლოდა ხელისუფლება, არ არსებულიყო პრემიერ-მინისტრის პოსტი და მინისტრთა კაბინეტი,300 %-ით უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა

30-06-2023

დღეს პარლამენტს ბატონი ღარიბაშვილი ესტუმრა და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს უპრეცედენტო პროგრესი ეკონომიკაში. ცნობისთვის, პანდემიის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომის გამო,საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა მართლაცგაიზარდა, მაგრამ ეს არ არის ივანიშვილის ხელისუფლების დამსახურება - ეს არის რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული დროებითი ეფექტი. თანაც, ტრანზიტული საქონელბრუნვის ზრდა, არის სპეკულაციური და არანაირად არ აისახება ჩვენი მოსახლეობის ჯიბესა და შემოსავლებზე. როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება,გაზრდილი სატრანზიტო ტვირთბრუნვაც გაქრება- ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

 

"სომხეთის ეკონომიკა კი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის  მიუხედავად, გაცილებით დიდი ციფრებით იზრდება. სომხეთს, რომელსაც პრაქტიკულად არ აქვს გასასვლელი ზღვაზე და არ გააჩნია პორტები, ჩვენზე ეფექტური მმართველობა ჰყავს. მეტიც, 2012 წლის შემდეგ, საქართველოს საერთოდ რომ არ ჰყოლოდა ხელისუფლება, არ არსებულიყო პრემიერ-მინისტრის პოსტი და მინისტრთა კაბინეტი, (მხოლოდპოლიციას ემუშავა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად)300 %-ით უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა. ბატონი ივანიშვილის მიერ შექმნილმა კორუმპირებულმა, უსამართლო, არაპროფესიონალმა, ნეპოტიზმზე დაყრდნობილმა, შიშსა და სიყალბეზე აგებულმა ხელისუფლებამ 300 %-ით დაამუხრუჭა ჩვენი განვითარება. ხელისუფლებაში „რუსული ოცნების“ ნაცვლად ჩეხეთისა და ესტონეთის მსგავსი მთავრობა რომ გვყოლოდა,  სამჯერ უფრო მდიდარი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა და თითოეული ქართული ოჯახი.

 

მომავალში კიდევ გავაყალბებინებთ არჩევნებს „ქოცბანდას“? - უარესს მივიღებთ!  მახსენდება ისტორიული გამონათქვამი - ნებისმიერი ხალხი იმსახურებს ისეთ მთავრობას, როგორც ჰყავს.უნდა დავამტკიცოთ, რომ არ ვიმსახურებთ „ქოცბანდას“ და ვიმსახურებთ ისეთ მთავრობას, როგორიც ჰყავს ჩეხეთსა და ესტონეთს" - აცხადებს ოქრიაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30