გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: კითხვაზე, სად ბრძანდებოდა ბატონი მანჯგალაძე იმ საშინელებების ჩადენის დროს, რასაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა, როდესაც ქონებებს ართმევდა, პატიმრებს აუპატიურებდნენ და უამრავ საშინელებას სჩადიოდნენ, მან პირდაპირ შეაგინა „ნაციონალებ

30-06-2023

"არ შემიძლია არ აღვნიშნო ის პატარა ინციდენტი, რომელიც, პაატა მანჯგალაძესთან მოგვივიდა. მას მივმართე კითხვით, თუ სად ბრძანდებოდა ბატონი მანჯგალაძე იმ საშინელებების ჩადენის დროს, რასაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა, როდესაც ქონებებს ართმევდა, პატიმრებს აუპატიურებდნენ და უამრავ საშინელებას სჩადიოდნენ. მან პირდაპირ შეაგინა „ნაციონალებს“ - ამ ძალადობის ჩამდენ ყველას ასე და ასეო“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, თუ რა ისტორიას ატარებს „ნაციონალური მოძრაობა“.

 

„ამ აღიარებას დაემატა ის, რომ რეზოლუციასთან ერთად, ჩადიან და მავნებლობენ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. გვერდზე უზის ვაშაძე, რომელიც წინა, მოძალადე ხელისუფლების წარმომადგენელი იყო და პირდაპირი მნიშვნელობით აგინა. ასევე, წითლიძე და ბოკუჩავა რომ ჰყავთ, ახალგაზრდები არიან - იმ ახალგაზრდებს მინდა მივმართო: სწორედ ეს მემკვიდრეობა გელოდებათ, ჩემო ძვირფასებო. უნდა დაფიქრდეთ, სანამ ამ საშინელი და მავნებლური ორგანიზაციის წევრი გახდებით; კითხვები დასვათ, თუ რა ჩაიდინა ამ ორგანიზაციამ და რა მმართველობა იყო მათ დროს, აღარ გექნებათ ეს ჭმუნვები, რომ როცა პირდაპირ ფაქტებს ვიხსენებთ, აღარ იცით სად შეძვრეთ. ახლა „ნატვრის ხიდან“ შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითი - „გაპარულან ეს ვირიშვილები აღარ არიან აქ“.

 

ასე იპარებიან ყოველთვის. წარმატებები, ბატონო ირაკლი. სპორტზეც მინდოდა მესაუბრა. გარდა იმისა, რომ მასპინძლები ვართ, ბევრი ჩემი კოლეგაა ჩამოსული. სტუმარი აღფრთოვანებულია, მართლაც ენით აღუწერელ წარმატებას აღწევენ ჩვენი ახალგაზრდები - დიდი მადლობა. ეს არის ჩვენი მომავალი და ამაზე გვქონდა სულ საუბარი - გარემო უნდა შევუქმნათ, ინფრასტრუქტურა განვავითაროთ. მერწმუნეთ, ძალიან მაგარი ტალანტები და სპორტსმენები გვყავს. მაგალითი კი გვყავს ხვიჩა კვარაცხელიასა და ლაშა ტალახაძის სახით და ეს კიდევ გაორმაგდება. ეს საწყისია და ჩვენი სპორტსმენები აუცილებლად დიდ წარმატებებს მიაღწევენ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930