გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: შარშან ექსპორტი გაიზარდა 31.%-ით და შეადგინა 5.6 მილიარდი დოლარი, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 33.%-ით არის გაზრდილი და შეადგინა 19.2 მილიარდი დოლარი, რომელიც ასევე რეკორდული მოცულობაა

30-06-2023

შარშან ექსპორტი გაიზარდა 31.%-ით და შეადგინა 5.6 მილიარდი დოლარი, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 33.%-ით არის გაზრდილი და შეადგინა 19.2 მილიარდი დოლარი, რომელიც ასევე რეკორდული მოცულობაა,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წლებში ასევე იზრდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების მქონე ქვეყნებთან ვაჭრობა.


„ბოლო წლებში, ძვირფასო მეგობრებო, მზარდი ტენდენციით ხასიათდება საგარეო ვაჭრობა. შარშან რეკორდული იყო ექსპორტის ზრდა, ასევე, სავაჭრო ბრუნვა.


ექსპორტი გაიზარდა 31.%-ით და შეადგინა 5.6 მილიარდი დოლარი, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 33.%-ით არის გაზრდილი და შეადგინა თითქმის 20 მილიარდი დოლარი, უფრო ზუსტად 19.2 მილიარდი დოლარი, რომელიც ასევე რეკორდული მოცულობაა.


ბოლო წლებში იზრდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების მქონე ქვეყნებთან ვაჭრობა.


ამჟამად საქართველოს ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე 45 ქვეყანასა და ერთ დამოუკიდებელ საბაჟო ტერიტორიაზე (ჰონგ-კონგი) გადის. ეს გახლავთ მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3, 2.3 მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ინოვაციებზე, ახალ ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე დაუფძნებული ეკონომიკის განვითარებაა.


"ინოვაციების სააგენტო საგრანტო პროგრამების ფარგლებში მუშაობს აქტიურად. დღემდე 35 მილიონი ლარით დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი. შედეგად ბენეფიციარებმა 120 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს და მოიზიდეს 330 მილიონ ლარამდე კერძო ინვესტიცია და შეიქმნა 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. ეს არის ძირითადად ახალგაზრდების მიერ წამოწყებული სტარტაპები, ჩვენ ვეხმარებით და კიდევ უფრო მეტად დავეხმარებით ამ მიმართულებას",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30