10-01-2018
ჟურნალისტი გოგა ჩართოლანი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, სადაც ჩვილის საკვებში აღმოჩენილი თმის შესახებ საუბრობს.
როგორც ის განმარტავს, აღნიშნულის შესახებ საქმის კურსშია უკვე სურსათის ეროვნული სააგენტოც.
“გუშინ ჩვილის საკვებში "ნუტრილონ პრე" აღმოვაჩინეთ რაღაც გაურკვეველი ბეწვის თუ ბალნის გროვა. სანამ სურსათის ეროვნული საგენტო დაადგენს ამ პროდუქტის ვარგისიანობას (მე უკვე ჩავაყენე საქმის კურსში ეს ორგანიზაცია), თავი ვალდებულად ჩავთვალე, ამის შესახებ საზოგადოებას ვამცნო. იმედია, რომელიმე მედია საშუალება დაინტერესდება ამ ფაქტით და ჟურნალისტურ მოკვლევას ჩაატარებს”-წერს ჟურნალისტი.