30-06-2023
მინდა გავახსენო ჩვენს ხალხს, ვინ ესაუბრება ევროპულ სტანდარტებზე, სასამართლოზე, კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე. ვინ და სისტემა, რეჟიმი, რომელიც ადამიანებს კლავდა, აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, ბიზნესს ,სახლებს ართმევდა და ოჯახებს ანადგურებდა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ოპოზიციას მოუწოდა, დაასრულონ საბოტაჟი და ქვეყნის ღალატი.
ეხლა რაც შეეხება ზოგადად, მე მინდა კიდევ ერთხელ, დავამშვიდო ეს ხელმოცარული ადამიანები, როცა ჩვენს საზოგადოებას მიმართავენ და ესაუბრებიან და ესაუბრებიან ჩვენს ევროპულ მომავალზე, მინდა გავახსენო ჩვენს ხალხს, ვინ ესაუბრება ევროპულ სტანდარტებზე, სასამართლოზე, კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე. ვინ და მე გეტყვით - სისტემა, რეჟიმი, რომელიც ადამიანებს კლავდა, აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, ბიზნესს ,სახლებს ართმევდა და ოჯახებს ანადგურებდა. ჩვენს ტერიტორიებს კარგავდა და ღალატობდა ყოველ დღე ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. აი ეს ძალა დღეს ევროპულ მომავალზე გველაპარაკება. ჩვენი ხალხი ბრძენია და ჩვენი ხალხი კარგად ხვდება სხვაობას. დაასრულეთ საბოტაჟი და კიდევ ვიმეორებ, დაასრულეთ ქვეყნის ღალატი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024