30-06-2023
ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, შესაბამისად, ვიტოვებ უფლებას, რომ მათ აბსურდულ კითხვებს და მით უმეტეს, შეურაცხყოფებს არ გამოვეხმაურო-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მათ რამდენიმე გამონათქვამზე საზოგადოებისთვის მაინც მოახდენს რეაგირებას, რათა არ დარჩეს განცდა იმისა, რომ რაიმე კითხვას გაურბის.
"მე შემატყობინეს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ მიეხმარონ ბატონ კურკუმალ ვაითს, როგორც იგი თავად უწოდებს თავის თავს. სამწუხაროა და ძალიან საწყენია ის, რომ ჩვენ დღეს არ გვყავს, შეიძლება ასე ითქვას, წარმომადგენელი ოპოზიცია, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვა დამისვა და კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დაგვხვდნენ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე ვიტოვებ უფლებას, რომ მათ აბსურდულ კითხვებს და მით უმეტეს, შეურაცხყოფებს არ გამოვეხმაურო, არ ვუპასუხო. მე მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებისთვის მაინც გავაკეთო რამდენიმე მათ გამონათქვამზე რეაგირება იმისთვის, რომ არ დარჩეს განცდა იმისა, რომ ჩვენ რაიმე კითხვას გავურბივართ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024