30-06-2023
როგორც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს მთავრობა პირნათელი და მართალია, ხოლო სააკაშვილი და მისი ლობისტები არიან მტყუანი, ისე დასრულდა სანქციების გვერდის ავლის თაობაზე კამპანია საქართველოში ჩამოსული დელეგაციის წევრების განცხადებით-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ყველას, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად ჩართული იყო ბინძურ კამპანიაში, ქვეყნის წინაშე მოიხადონ ბოდიში.
„მე მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამო, რომ სანქციებთან დაკავშირებით ერთხელ და სამუდამოდ, ისე როგორც დასრულდა აი ის მავნებლური, მტრული კამპანია, რომელიც აწარმოეს მავნებელმა ოპოზიციონერებმა სააკაშვილის ოჯახის და ლობისტების მეშვეობით, თითქოს ჩვენ იგი მოვწამლეთ, მოვკალით, ვაწამებთ და აშ.. ხომ გამოჩნდა მეგობრებო, რამდენიმე კვირის წინ, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება, რითიც ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა არის პირნათელი, მართალი, სააკაშვილი და მისი ლობისტები არიან მტყუანი. ამით დასრულდა აი ეს მრავალთვიანი ბინძური ცილისმწამებლური კამპანია, ისევე, როგორც ორი დღის წინ ჩამოსული დელეგაციის წევრების განცხადებებით დასრულდა ყოველგვარი კამპანია ამ სანქციების გვერდის ავლის თაობაზე. ამიტომ ეხლა მეგობრებო, თუ ვინმე ხართ, რომელთაც კიდევ გაქვთ კითხვები და რომლებიც ჩართულნი იყავით შეგნებულად თუ შეუგნებლად ამ კამპანიაში, კეთილი ინებეთ და ბოდიში მოიხადეთ თქვენი ქვეყნის წინაშე. მე თქვენი ბოდიში არ მჭირდება, ქვეყანას უნდა მოუხადოთ ბოდიში",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024