გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას: ყველაზე ანტი ევროპული, ფაშისტური ძალა იყავით თქვენ, თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ

30-06-2023

ყველანაირ ძალადობას ვემიჯნებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ძალადობა არის მიუღებელი ,არ შეიძლება ძალადობის მოწონება, წახალისება.


„მე ამის თაობაზე გავაკეთე განცხადება პირველივე დღეს ,როცა მქონდა საშუალება კომენტარის გაკეთების და ვთქვი, რომ ძალადობა არის მიუღებელი, რომელ ძალადობაზე ლაპარაკობენ ეს ადამიანები?! ადამიანებს ხვრეტდნენ პირდაპირ ქუჩაში, ახალგაზრდებს, ახლა მე რომ მეძახიან, რომ თურმე რაღაცას ვუწოდებ მაგას განვმარტავ, მაგრამ პირდაპირ ხოცავდნენ ქუჩაში, არბევდნენ სიკვდილამდე, რა დღეში იყავით, ციხეებში გადავსებული ყავდათ პატიმრებით,20 კვადრატულში, აგერ კითხეთ ბატონი ბრეგაძე, 20 კვადრატულ საკანში 30 ადამიანი ყავდათ გამომწყვდეული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა ,ყველაფერი, ჯოჯოხეთი გქონდათ მოწყობილი თქვენი მოქალაქეებისთვის, 300 ათასი ადამიანი გაასამართლა ამ ფაშისტურმა რეჟიმმა, ადამიანი წამება, გაუპატიურება, მკვლელობა ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი იყო ამათი, ბიზნესის ტერორი, თავისუფლად ვერ სუნთქავდა ადამიანი , მოქალაქე. რაზე საუბრობენ ,ესენი როგორ ბედავენ საერთოდ, ამდენის ლაპარაკს, როგორ ბედავენ ეს ადამიანები საერთოდ ამაზე ლაპარაკს და რეს თურმე ჩვენ გვდებენ ბრალს ძალადობაში.


ახლა კითხვა მინდა დაგისვათ: გამოიძია თუ არა სახელმწიფომ თითოეული ეს ფაქტი?!


მყისიერად მოახდინა რეაგირება პოლიციამ, ყოველ ასეთ შემთხვევაზე ჩვენ გვაქვს მყისიერი რეაგირება.


ყველა თავდამსხმელი თუ ძალადობაში მონაწილე იქნა დაპატიმრებული და თქვენს შემთხვევაში თავად აორგანიზებდით, თავად იყო ჩართული მთელი თქვენი სისტემა, მოძალადე სისტემა, თავად მონაწილეობდით აი ამ მკვლელობებში და წამებაში და გაუპატიურებაში.


აღარ მინდა ვისაუბრო ბევრი, მაგრამ ყველა ,საზოგადოებამ ნახა ის შემაძრწუნებელი კადრები, რა ხდებოდა სამეგრელოს ტყეებში, როგორ აწამებდნენ ადამიანებს. რა მნიშვნელობა აქვს 11 წელი, აი ნახეთ, რეაქცია ნახეთ, 11 წელი გავიდაო, იგივეს ყოველ დღე, ყოველ დღე შეგახსენებთ, კი იგივეს, მე არ დავიღალე და არავინ არ დაიღლება, თქვენ დაიღალეთ. მათი ლოგიკა ნახეთ ეხლა და მათი აზროვნების სტილი, ესეიგი წარსულია, კი ჩავდიოდით ვაწამებდით, ვკლავდით ,ვაუპატიურებდით მაგრამ მერე რა ,წარსულია.


ამათ რა აქვთ სათქმელი საერთოდ, ყველაზე ანტი ევროპული ძალა იყავით, ყველაზე ანტი ევროპული, ფაშისტური ძალა იყავით თქვენ, თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ ,არც ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არაფერი, საერთოდ არაფერი არ გაგიკეთებიათ,3 წელი დააგვიანეთ, ბევრს რომ ლაპარაკობთ ევროპაზე 3 წელი დააგვიანეთ, სად იყავით ?! გეძინათ?!


3 წელი დააგვიანეთ არ დაიწყეთ არც ასოცირების პროცესი ,არც უვიზო რეჟიმზე მუშაობა, არაფერზე, სად იყავით მაშინ ?რატომ არ გქონდათ პოზიცია და რეაქცია?


ახლა გეტყვით მაგაზე სად ვიყავი და 2012 წელს თქვენი ბინძური სისტემის დანგრევაში მივიღე მონაწილეობა, აი სად ვიყავი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930