30-06-2023
ყველა ის პროგრამა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, მათ შორის „აწარმოე საქართველოში", „შეღავათიანი აგროკრედიტის" დახმარების პროგრამები, „დანერგე მომავალი", ყველა ეს პროგრამა იძლევა კონკრეტულ შედეგს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, სამუშაო ადგილები იქმნება, ძლიერდება, მეტი დოვლათი იქმნება.
„პროგრამის შეფასების ანალიზი გაკეთებული გვაქვს, ეკონომიკის სამინისტროს გაკეთებული აქვს ეფექტიანობის ანალიზი და ყველა ის პროგრამა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში", „შეღავათიანი აგროკრედიტის" დახმარების პროგრამები, „დანერგე მომავალი", ყველა ეს პროგრამა იძლევა კონკრეტულ შედეგს. სამუშაო ადგილები იქმნება, ძლიერდება, მეტი დოვლათი იქმნება, მეტი გამოცდილება მიეცემათ ჩვენს თანამოქალაქეებს. ასე რომ, მე ვფიქრობ, ეს პირიქით, გასაძლიერებელია, არა თუ შესამცირებელი და გადასახედი. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, მხოლოდ პირველ კვარტალში შეიქმნა 70 000 სამუშაო ადგილი. ბატონი რომან გოცირიძე ურცხვად იტყუებოდა, რომ თითქოს მე ვთქვი, რომ 250 შეიქმნა, მე ვთქვი, რომ ბოლო 2 წელიწადში, მოსმენაც არ იცის ამ კაცმა, მაგრამ მინდა შევახსენო მას, როდესაც იყო ეროვნულ ბანკში და კუპონის ინიციატორი და ავტორი იყო, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კუპონის, მაშინ რაზე ფიქრობდა საერთოდ. კაცი კუპონის შემოქმედი, გაიცანით ბატონი რომან გოცირიძე.
თქვენ არ იყავით მაშინ ეროვნულ ბანკში? ნოდარ ჯავახიშვილი პირიქით, ჩართული იყო ლარის შემოღებაში და მის დროს მოხდა ლარის შემოღება, თქვენ - კუპონის დროს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
16-11-2024
16-11-2024