1-07-2023
ბატონმა რომან გოცირიძემ, რომელსაც კუპონის ხსენებაზე მაინცდამაინც კარგი რეაქციები არ აქვს, ცუდი მოგონებები აქვს, ვითომ ძალიან ჩამჭრელი კითხვა დამისვა, რომ ქართველები კარგავენ ქართველობასო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილმა დაკარგა ქართველობა, საკუთარი ნებით.
„კაცი ამას რომ მეტყვი, ამას რა უნდა ელაპარაკო საერთოდ. ქართველებზე რომ მკითხავს, ქართველები კარგავენ ქართველობასო, რას ნიშნავს ეს? ვინ კარგავს? მე შეგახსენებთ ვინ დაკარგა ქართველობა - თქვენმა განადგურებულმა ბელადმა, სააკაშვილმა დაკარგა ქართველობა, საკუთარი ნებით. კაცი პრეზიდენტი იყო 9 წელი, წავიდა უკრაინაში ოდესის გუბერნატორობის პოსტის გამო დათმო საკუთარი მოქალაქეობა. ქართველობა, აი ვინ დაკარგა ქართველობა. თქვენნაირები კარგავენ ქართველობას, თქვენნაირები ბატონო რომან. თქვენნაირი ადამიანები. თქვენნაირები კარგავენ ქართველობას-მეთქი. სხვებზე რომ ლაპარაკობთ, რეაქცია უნდა გქონოდათ თქვენს ბელადზე. სააკაშვილი, ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე რამდენიმე კვირის წინ, თუ თვეების წინ, გამოვიდა უკრაინულ ენაზე, თქვენ გესმით რამხელა უბედურებაა, ტრაგედიაა? და მოითხოვა თარჯიმანი! ეს მეკითხება ახლა ქართველობას კარგავენ ქართველებიო. სხვა კითხვაზე მე პრინციპულად არ გავცემ პასუხს", - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024