გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: რუსეთში შესაძლო ამბოხის თუ აჯანყების თემაზე აღტაცება გამოხატეს და აქ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ, წყნარად იყავით მეგობრებო, ილუზიები ნუ გექნებათ ნურაფრის, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკოპრომისო

1-07-2023

რამდენიმე დღის წინ რუსეთში შესაძლო ამბოხის თუ აჯანყების თემაზე რამხელა აღტაცება გამოხატეს და აქ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ და ასე შემდეგ. წყნარად იყავით მეგობრებო, ილუზიები ნუ გექნებათ ნურაფრის, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკოპრომისო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური, ყველა უწყება არის მოწოდების სიმაღლეზე.


"რაც შეეხება უსაფრთხოების გარემოს, დასმულ შეკითხვას და მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას, ასევე თქვენ მკითხეთ რამდენად შენარჩუნებულია ომის საფრთხე, არის თუ არა ეს საფრთხე გამქრალი და თუ არსებობს ჯერ კიდევ გამოწვევა. რა თქმა უნდა, გამოწვევები სახეზეა. ამის ერთ-ერთი ბოლო გამოვლინება, მცდელობა, ამ დესტრუქციული, ანარქისტული მოძრაობის, იყო მარტის აქციები. ეს იყო ძალიან თვალსაჩინო მაგალითი. ეს მღელვარება რომელიც ხელოვნურად შეიქმნა მათ მიერ ორგანიზებული, მათ შორის ახალგაზრდების, მათ შორის ბევრი გულწრფელი ახალგაზრდის პროტესტი და მღელვარება სცადეს რომ გამოეყენებინათ საკუთარი ბინძური პოლიტიკური ინტერესების, მიზნის მისაღწევად, რა თქმა უნდა, ამ ნაწილში საფრთხეები რჩება, ისინი ხელიდან არ უშვებენ რაიმე პატარა შანსს რომ ქვეყანაში არ შეიქმნას დესტაბილიზაცია და იგივე ბოლო ნათქვამი მინდა გავახსენო საზოგადოებას, რუსეთში რამდენიმე დღის წინ რაც მოხდა, პრიგოჟინის ამბოხის მიმართ მათი აღტაცება, მათი გამონათქვამები , მათი მიზნები და ბინძური ზრახვები, ყოფილი არარაობის ჭიაბერაშვილის გამონათქვამები, საერთოდ რისი თავი აქვთ?!


ამათ თუ წარმოუდგენიათ ამათ რამე გაბედონ და აქ ვიღაც ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ხალხი ასე დაუწყებს ამათ ყურებას.. ნებისმიერ კანონდარღვევაზე მიიღებენ ათჯერ მეტ პასუხს. როგორც მიიღეს პასუხი 7-8 მარტს, ათჯერ მეტ პასუხს მიიღებენ პროპორციულად იმისდა მიხედვით, თუ როგორ მოიქცევიან ეს დესტრუქციული ჯგუფები, ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ამიტომ რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მეტი კონტროლი, ჩვენი სამსახურები, ჩვენი პოლიცია, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, ყველა არის მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ არავის არ ვაპატიებთ რაიმე პატარა გადაცდომას, არავის არ ვაპატიებთ! ასეთ ვითარებაში ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვუფრთხილდებით თვალისჩინივით, როგორც საკუთარ ბავშვს და ჩვენ არ დავანგრევინებთ ჩვენს ქვეყანას ხელმეორედ.


ერთხელ დაანგრიეს, ახლა მეორედ უნდათ რომ დაანგრიონ. კიდევ ვიმეორებ - რამდენიმე დღის წინ რუსეთში შესაძლო ამბოხის თუ აჯანყების თემაზე რამხელა აღტაცება გამოხატეს და აქ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ და ასე შემდეგ. წყნარად იყავით მეგობრებო, ილუზიები ნუ გექნებათ ნურაფრის, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკოპრომისო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება, განმტკიცება და ერთი რამ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ჩვენ არავის არ დავუთმობთ და არავის არაფერს გავაბედინებთ, გვჭირდება ამ სიტუაციის შენარჩუნება, განმტკიცება, მაგრამ აქ რომ ვუყურებთ რა მდგომარეობაშიც არიან ეს რისკები, რა თქმა უნდა, არის შემცირებული, თუმცა საფრთხეები, რა თქმა უნდა არსებობს. როგორც ქვეყნის გარედან მომდინარე საფრთხეები, ასევე ქვეყნის შიგნით, ქვეყნის შიდა მტრული ძალების, "ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციული ძალების მხრიდან მომდინარე საფრთხეები, რომლებსაც ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვსწავლობთ, ვაკვირდებით და ვახდენთ პრევენციას და რისკების შემცირებას", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930