გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ლებარდეს კონცეფციაზე ვმუშაობთ, გარანტიას გაძლევთ რომ როგორც კი გამოიკვეთება ინტერესი და ინვესტორები, ჩვენი მხრივ ინფრასტრუქტურულ უზრუნველყოფაზე ავიღებთ ვალდებულებას

1-07-2023

ლებარდეს კონცეფციაზე ვმუშაობთ, გარანტიას გაძლევთ რომ როგორც კი გამოიკვეთება ინტერესი და ინვესტორები, ჩვენი მხრივ ინფრასტრუქტურულ უზრუნველყოფაზე ავიღებთ ვალდებულებას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ლებარდეში საინტერესო უნიკალურ კურორტს მივიღებთ.


„ლებარდეს გზაზე მკითხეთ, ბატონო ფრიდონ. ჩემი დავალებით, გარდა ამ მსხვილი საკურორტო ზონებისა, რომლის რეაბილიტაციას უკვე ვიწყებთ, 200 მილიონი რომ დაიხარჯება წელს, მილიარდი ჯამში, მილიარდიანი პროგრამაა, რამდენიმე წლიანი. ამას გარდა, ეკონომიკის სამინისტრომ დაამუშავა ყველა ის პოტენციური კურორტი, რომლის აღდგენაც შესაძლებელია სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამონაწილეობით. ლებარდე არის ერთ-ერთი, ლებარდეს კონცეფციაზე მიდის ახლა მუშაობა, მე გარანტიას გაძლევთ რომ როგორც კი გამოიკვეთება ინტერესი და ინვესტორები, რამდენიმე წინადადება შემოვიდა, ჩვენ ჩვენი მხრივ ავიღებთ ვალდებულებას, იქნება ეს გზის გაყვანა თუ სხვა ინფრასტრუქტურის განხორციელება, წყალი, დენი და ა.შ.. ასე რომ, მე ვფიქრობ, საინტერესო მიმართულებაა და საინტერესო უნიკალურ კურორტს მივიღებთ ლებარდეში და სხვა კურორტებზეც. 100-ზე მეტი კურორტი გვაქვს დამუშავებული უკვე და ამის თაობაზე ძალიან მალე გვინდა რომ პრეზენტაცია ჩავატაროთ. მეტი აქტიურობაა საჭირო ბიზნესისგან. სახელმწიფო აცხადებს, რომ თანამონაწილეობა შევიტანოთ აი ამ პროექტების განხორციელებაში",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930