გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო მესამე წელია საქართველო მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკაა, ამას ყველა აღიარებს ყველა დიდი იმედის თვალით უყურებს ჩვენს ქვეყანას

1-07-2023

7.5 % გვაქვს ეკონომიკური ზრდა, 5 თვეში, შარშან 10% იყო ეს ერთერთი ძლიერი მონაცემები არის მთელს მსოფლიოში, მე ვთვლი რომ ბოლო მესამე წელია საქართველო მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ამას ყველა აღიარებს ყველა დიდი იმედის თვალით უყურებს საქართველოს.


„ბატონი მერაბ ქვარაია, თქვენი შეკითხვა შეეხებოდა კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენ აი ეს მათი საქმეები, აი ამ სისხლიანი მკვლელი რეჟიმის საქმეები და ბოლოს ეკონომიკას შეეხებოდა ეკონომიკურ ზრდას. 7.5 % გვაქვს ეკონომიკური ზრდა, 5 თვეში, შარშან 10% იყო ეს ერთერთი ძლიერი მონაცემები არის მთელს მსოფლიოში, მე ვთვლი რომ ბოლო მესამე წელია საქართველო მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკაა და ამას ყველა აღიარებს ყველა ძალიან დიდი იმედის თვალით უყურებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ შედეგებს, წელსაც გვაქვს ჩვენ მოგეხსენებათ დაგეგმილი 5% ბიუჯეტი, მაგრამ ვფიქრობ გაცილებით მეტი, უფრო ძლიერი შედეგი გვექნება. იყო გარკვეული შემაფერხებელი ბარიერები მათ შორის ექსპორტს ეხებოდა და სხვა საკითხებს რომლებიც დამოუკიდებელი ფაქტორების გამო შეიძლება არ გვქონდეს 10 % ზრდა მაგრამ IMF პროგნოზის მიხედვით ქვეყანას მომდევნო 5 წლის განმავლობაში ექნება ყველაზე მაღალი ზრდა მთელი ევროპის მასშტაბით და მათივე პროგნოზის მიხედვით 10 000 დოლარს გადაცდება მშპ ერთ სულ მოსახლეზე, 2027 წელს თუ არ ვცდები, 2026-2027 წელს. ჩვენ კიდევ უფრო მანამდე ვვარაუდობთ, ასე რომ ამას სჭირდება შენარჩუნება და ყველა რისკების შემცირება", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930