1-07-2023
ქვეყანა უნდა მოინიშნოს როგორც ერთერთი ასეთი ღონისძიებების ადგილი, მეტი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს, თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, რამდენიმე ათეული ქვეყნებიდან მოხდა ბილეთების შეძენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს უფრო მეტ ტურისტს, მეტ შემოსავლებს და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა ტრანსპორტის საკითხზე დასმულ შეკითხვას და აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით ავტოსადგურები უნდა იყოს შესაბამისობაში მოყვანილი საერთო ევროპულ სტარდარტებთან.
„ბლექ სი არენას ეხება კითხვა და მე ამის თაობაზე განმარტება გავაკეთე და პირიქით უნდა გავაძლიეროთ, ქვეყანა უნდა მოინიშნოს როგორც ერთერთი ასეთი ღონისძიებების ადგილი, მეტი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს, თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, რამდენიმე ათეული ქვეყნებიდან მოხდა ბილეთების შეძენა და რა თქმა უნდა ეს ნიშნავს უფრო მეტ ტურისტს, უფრო მეტ შემოსავლებს, ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პოზიციონირებას ამ მიმართულებითაც, ასევე ტრანსპორტს შეეხებოდა ბატონო ავთო თქვენი შეკითხვა ვიზიარებ თქვენს შეფასებას, ასე უნდა მოხდეს რა თქმა უნდა ასე იქნება, მაგრამ დამეთანხმებით რომ აი ის მდგომარეობა რაც ახლა არის ამას სჭირდება დახმარება უნდა შევცვალოთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთის მხრივ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას რეგიონებს მუნიციპალიტეტების კეთილმოწყობა გვინდა და ამიტომ ეს არ უნდა იყოს გამონაკლისი, ავტოსადგურები უნდა იყოს შესაბამისობაში მოყვანილი საერთო ევროპულ სტარდარტებთან.
16-11-2024
16-11-2024